გაათავისუფლეს სოფელ თვაურების სამი მკვიდრი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაათავისუფლა კასპის რაიონის სოფელ თვაურების სამი მკვიდრი: ლევან ბიგანიშვილი, ალეკო დიდებაშვილი და მერაბ თვაური. ოსურმა მხარემ ისინი ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის წარმომადგენლებს გადასცა. სამივე მათგანი "სახელმწიფო საზღვრის" დარღვევის ბრალდებით, 2009 წლის 4 სექტემბერს დააკავეს.