ერაყში არჩევნების შედეგების განმეორებით დათვლისას დარღვევები არ აღმოუჩენიათ

ერაყის საარჩევნო კომისიის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ერაყში 7 მარტის არჩევნების ბაღდადის შედეგების განმეორებით დათვლის პროცესი დასრულებულია და არჩევნების შედეგების გაყალბება არ აღმოუჩენიათ. დემოუკიდებელი საარჩევნო კომისიის პრეს-მდივან ყასიმ ალ-აბუდის განცხადებით, ბაღდადის ხმების განმეორებით დათვლის შედეგებს ორშაბათს გამოაქვეყნებენ.