რადიოჟურნალი - 832-ე გამოშვება

რადიოჟურნალ მე-10 სტუდიაში კვლავ დავუბრუნდებით ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვას. რა მოხდა უისტლერის ტრასაზე - გაუთვალისწინებელი შემთხვევა, თუ დანაშაული? კანში მეორე დღეა მიმდინარეობს 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალი. იქ ოთარ იოსელიანის ახალი ფილმის "შანტრაბის" სპეციალური ჩვენება იგეგმება. მოგითხრობთ ახალი ღვინის ფესტივალზე, რომელიც გასულ კვირაში თბილისში ჩატარდა. და ბოლოს, გამოვეხმაურებით ცნობილი მომღერლის სტივ ვანდერის 60 წლისთავს.