"ობიექტური ინფორმაციის მისაღებად ყოველთვის მივმართავ რადიო თავისუფლებას"

„მოგესალმებით, მინდა განსაკუთრებით გამოვყო ამ პარასკევის მეათე სტუდიის სიუჟეტი ilist Georgia-სთან დაკავშირებით. უაღრესად დელიკატურად მოწოდებული და, ამავე დროს, გამჭვირვალე ინფორმაცია ერთადერთია (საქართველოს მასმედიაში), რომელიც ilist Georgia გადაცემათა ციკლის ობიექტურ მიზეზებს გვამცნობს. საერთოდ, ობიექტური ინფორმაციის მისაღებად ყოველთვის მივმართავ რადიო "თავისუფლებას", გვწერს ერთ-ერთი მსმენელი. ჩვენს ყოველკვირეული პროგრამაში ამ და სხვა გამოხმაურებებზე გვექნება საუბარი.