რეგიონები და თვითმმართველობა ერთპარტიული ნიშნით

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თავისი არსითა და მნიშვნელობით განსაკუთრებული მოვლენაა რეგიონების ცხოვრებაში. ზოგადი შეფასებით, არჩევნები 2010-მა დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, თუმცა ვერ შეცვალა თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში მანამდე არსებული პოლიტიკური ბალანსი - საქართველოს მასშტაბით მმართველმა პარტიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და საკრებულოებში მაქსიმალური უმრავლესობა მოიპოვა. არჩევნების შედეგებზე უფრო დაწვრილებით რეგიონულ მაცნეში მოისმინეთ სიუჟეტები ქუთაისიდან, რუსთავიდან, ზუგდიდიდან და ახალციხიდან.