უკრაინა არ აღიარებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას უკრაინა არ აღიარებს - ამის შესახებ კიევში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ არსებობს საერთაშორისო ნორმები და კანონები, რომელთა თანახმად, ნებისმიერი სახელმწიფოს მთლიანობის დარღვევა აკრძალულია. პრეზიდენტ იანუკოვიჩის თქმით, უკრაინას არ აქვს უფლება ამა, თუ იმ ქვეყნის მთლიანობის დარღვევას მიესალმოს და მით უმეტეს, აღიაროს.