სტუმრად ჩვენს ეთერში: გია ჯანდიერი

გია ჯანდიერი, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ეკონომიკის ექსპერტი, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი. მან ლარის კურსის ვარდნის შესაძლო მიზეზებზე ილაპარაკა. გია ჯანდიერმა თქვა, რომ რთულია ზუსტი მიზეზების დადგენა, როდესაც არ არის ცნობილი ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, თუმცა ივარაუდა, რომ ლარის კურსის ცვალებადობას განაპირობებს არა ბაზარი, არამედ სწორედ ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული პოლიტიკა.