დღეს თბილისის 2010 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა იმართება

დღეს თბილისის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. მას უხუცესი დეპუტატი ნათელა მაჭავარიანი გახსნის. დღევანდელ სხდომაზევე დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომრისა და მისი მოადგილის კანდიდატურებს უყრიან კენჭს. ახალი, მეოთხე მოწვევის საკრებულოში "ნაციონალურ მოძრაობას” - 29, "ალიანსი საქართველოსთვის” - 5, "ქრისტიან-დემოკრატებს” - 3, "ეროვნულ საბჭოს” - 2, "მრეწველებს” კი 1 წევრი ჰყავთ.