ძველი ახალი სახეები რეგიონების თვითმმართველ ორგანოებში

გორის საკრებულოს სხდომა

30 მაისის არჩევნების შედეგად დაკომპლექტებული თვითმმართველო ორგანოები, საკრებულოები პირველ სხდომებს მართავენ. ამ სხდომების დღის წესრიგში უმთავრესი საკითხი ხელმძღვანელი პირების არჩევა იყო. პირველადი მონაცემებით, ხელმძღვანელ თანამდებობებზე ძირითადად ძველი სახეები დარჩნენ. უფრო დაწვრილებით ამ თემაზე მოისმინეთ სიუჟეტები ქუთაისიდან, გორიდან, ლაგოდეხიდან და რუსთავიდან.