სამართალდამცავები ”ტაოპრივატბანკზე” თავდამსხმელებს ეძებენ

სამართალდამცავები ”ტაოპრივატბანკის” ფილიალზე თავდასხმაში ეჭვმიტანილ პირებს ეძებენ. თბილისში, ბანკის საბურთალოს ოფისზე თავდასხმაში მონაწილეობდა ორი პირი, რომლებმაც ”ტაოპრივატბანკის” ინკასაციის სამსახურის 2 თანამშრომელი დაჭრეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ სტაბილურია. ამ დრომდე უცნობია თანხა, რომელიც თავდამსხმელებმა ბანკიდან გაიტაცეს.