დავით ბაქრაძე ანდერს ფოგ რასმუსენს ხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში დღეს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის გრიგოლ მგალობლიშვილის განცხადებით, დავით ბაქრაძის და ანდერს ფოგ რასმუსენის შეხვედრისას საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მხრივ არსებული მდგომარეობა, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები განიხილება.