წყალდიდობის შედეგად კახეთის სოფლები დაზარალდა

წყალდიდობის შედეგად თელავის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების სოფლებში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები და შიდა საუბნო გზები დაიტბორა.

წინასწარი ინფორმაციით, რეგიონში დატბორილია 500-მდე საცხოვრებელი სახლი. ქარმა სიღნაღში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავიც დააზიანა.