კუბას სირიის პრეზიდენტი ეწვევა

კუბას დღეს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი ეწვევა და ის თავის კუბელ კოლეგას რაულ კასტროს შეხვდება. ვიზიტისას ასადი არაერთ შეთანხმებას მოაწერს ხელს. ასადის ტური ლათინურ ამერიკაში ხუთშაბათს დაიწყო, სადაც ის პრეზიდენტს ჰუგო ჩავესს შეხვდა. კუბას შემდეგ ბაშარ ალ ასადი ბრაზილიასა და არგენტინას ეწვევა.