საფრანგეთის სანავთობო ფირმა ირანს საწვავის მიწოდებას უწყვეტს

საფრანგეთის სანავთობო ფირმამ, „ტოტალმა“ გამოაცხადა, რომ შეწყვიტა საწვავის მიწოდება ირანისთვის. ეს ნაბიჯი მოჰყვა აშშ-ის გადაწყვეტილებას, დაუწესოს ირანს ახალი სანქციები. აშშ-ის და დასავლეთის ქვეყნების უმეტესობა ირანს სანქციებს უწესებენ ბრალდებით, რომ თეირანი თავის ბირთვულ პროგრამას ატომური იარაღის შექმნისთვის იყენებს.