პაკისტანის ქალაქ ლაჰორში აფეთქებებმა, სულ ცოტა, 35 ადამიანი შეიწირა

პაკისტანიდან გავრცელებული ინფორმაციით, სულ ცოტა, 35 ადამიანი დაიღუპა ხუთშაბათს საღამოს, აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლაჰორში მოწყობილი აფეთქებების შედეგად. დაიჭრა 100-ზე მეტი ადამიანი. როგორც იუწყებიან, აფეთქებები მეჩეთთან მოაწყო, სულ ცოტა, ორმა თვითმკვლელმა მოიერიშემ.