ბაღდადში თვითმკვლელის აფეთქებას 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბაღდადში აფეთქების შედეგად მინიმუმ 35 ადამიანი დაიღუპა და ასამდე ადამიანი დაშავდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა მაშინ აამოქმედა ასაფეთქებელი მოწყობილობა, როდესაც ათეულობით შიიტი მუსი ალ-ქადიმის მეჩეთისაკენ დღესასწაულზე მიემართებოდა. ოთხშაბათსვე ბაღდადის აღმოსავლეთით მოწყობილ ორ აფეთქებას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.