ბრიტანელი სამხედროები ავღანეთის მნიშვნელოვან ზონებს დატოვებენ

როგორც ბიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ლიამ ფოქსმა განაცხადა, ბრიტანელი სამხედროები სამხრეთი ავღანეთის მნიშვნელოვან ზონებს დატოვებენ და უფლებამოსილებას აშშ-ის სარდლობას გადააბარებენ. ბრიტანელები წლის ბოლომდე დატოვებენ ჰელმანდის პროვინციის სანგინის რაიონს. ეს ადგილი ბრიტანელებისთვის ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა - 2001 წლიდან იქ 99 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ბრიტანეთს ავღანეთში 10 ათასი სამხედრო ჰყავს. მათი უმრავლესობა ჰელმანდის პროვინციაშია. გასულ თვეში ჰელმანდში საერთაშორისო ძალების სარდლობა ბრიტანეთმა ამერიკელ გენერალს გადააბარა.