ბათუმის აკვატორიაში ფრანგული ფრეგატი "ჟან დე ვიენი" შევიდა

ბათუმის აკვატორიაში ფრანგული ფრეგატი "ჟან დე ვიენი" იმყოფება. მისი დახვედრის ცერემონიაში ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 9 და 11 ივლისს ფრანგი მეზღვაურები და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები ერთობლივ წვრთნას ჩაატარებენ.