ჩრდილოეთ ავღანეთში მომხდარ თავდასხმებს 11 პოლიციელი და ადგილობრივი ხელისუფლების ერთი წარმომადგენელი ემსხვერპლნენ

ჩრდილოეთ ავღანეთში, პროვინცია ყუნდუზსა და ბადახშანის სხვადასხვა რაიონებში მომხდარი სამი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 11 პოლიციელი და ადგილობრივი ხელისუფლების ერთი წარმომადგენელი. ითვლება, რომ ავღანეთის ჩრდილოეთში ტრადიციულად უფრო ნაკლებია თალიბების თავდასხმები. მაგრამ უკანასკნელ ხანებში მეამბოხეები კვლავაც ახორციელებენ აქ აფეთქებებსა და თავდასხმებს.