პროვინციული ტექსტი "ქალაქურ" თემაზე

ახლახან რადიო თავისუფლების ვებსაიტზე გამოქვეყნდა იური ვაჩნაძის ბლოგი "სოფელი ქალაქში", რომელმაც მკითხველთა დიდი ყურადღება დაიმსახურა. მათმა უდიდესმა ნაწილმა აღშფოთება გამოხატა ბლოგში გამოთქმული მოსაზრების გამო, რომ დედაქალაქის კულტურა და "ქალაქელობის" ინსტიტუტი თბილისში რაიონებიდან ჩასულებმა შელახეს და მის დაკნინებას შეუწყვეს ხელი. ჩვენი დღევანდელი გამოშვება მთლიანად ამ კომენტარების მიმოხილვას ეთმობა.