საქართველოში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა

საქართველოს დღეს საღამოს ეწვია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ შიკორსკი. სამშაბათს ის საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, აგრეთვე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება.