შეერთებულ შტატებში ქარხნის ტერიტორიაზე ექვსი კაცი მოკლეს

ამერიკის ქალაქ ალბუკერში (ნიუ-მექსიკოს შტატი) 6 ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა უცნობი პირის მიერ ატეხილი სროლის შედეგად. ტრაგიკული ინცინდეტნი კორპორაცია Emcore-ის ტერიტორიაზე მოხდა. ხელისუფლების ცნობით, დაღუპულთა შორის არის თავად თავდამსხმელიც, კომპანიის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც, სავარადოდ, შურისძიება გადაწყვიტა ხელმძღვანელობის მიერ მიყენებული ძველი წყენის გამო.