არაფორმალური განათლება დევნილებისთვის

ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში დევნილთა ინტეგრაციისა და განათლების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, სათემო-საგანმანათლებლო ცენტრებში თებერვლიდან სხვადასხვა სასწავლო და სახელობო კურსებზე ბენეფიციანტთა მიღება დაიწყო და დღეს უკვე პირველ შედეგებზეც შეიძლება საუბარი. ამ დღეებში რადიო თავისუფლება ერთ-ერთ სათემო-საგანმანათლებლო ცენტრს ეწვია კოდაში და ამ პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს გაესაუბრა.