სტუმრად ჩვენს ეთერში: ლენა კილაძე და რემა ღვამიჩავა

ლენა კილაძე, ფონდ "საქართველოს ამერიკელი მეგობრების" აღმასრულებელი დირექტორი (მარცხნივ) და რემა ღვამიჩავა, პროფესორი, "ეროვნული სკრინინგ ცენტრი"ს დირექტორი

22 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ ლენა კილაძე, ფონდ "საქართველოს ამერიკელი მეგობრების" აღმასრულებელი დირექტორი და რემა ღვამიჩავა, პროფესორი, ”ეროვნული სკრინინგ ცენტრის” დირექტორი. მათ ილაპარაკეს საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე. ფონდ ”საქართველოს ამერიკელი მეგობრების” ორწლიანი ძალისხმევის შედეგად ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ საქართველოს გამოუყო 6 400 ვაქცინა, რომლის ღირებულება 3 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. გადაწყდა, რომ უფასო ვაქცინაცია ჩაუტარდეს თბილისში მცხოვრებ 13 წლის გოგონებს, რომ დაიცვას ისინი პაპილომა ვირუსისგან, რომელიც თავის მხრივ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების 80%-ის გამომწვევია.