სტუმრად ჩვენს ეთერში: რობერტ იანტბელიძე

რობერტ იანტბელიძე, ”მძღოლი, გზა, სამართლის” პრეზიდენტი

26 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო რობერტ იანტბელიძე, ”მძღოლი, გზა, სამართლის” პრეზიდენტი. 1 აგვისტოდან ძალაში შედის პარლამენტის მიერ 2 ივლისს დამტკიცებული ცვლილებები და დამატებები ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვისას მომხდარ დარღვევებს ეხება და რიგ შემთხვევაში ზომების გამკაცრებას ითვალისწინებს. რობერტ იანტბელიძემ სწორედ ამ სიახლეებზე ილაპარაკა. მან აღნიშნა ის ცვლილებები, რომლებსაც გამართლებულად თვლის (როგორიც არის სიმთვრალეზე ჯარიმის გამკაცრება) და აღნიშნა ის ცვლილებებიც, რომლებიც უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველსაყოფად საკმარისი არ არის (მაგალითად - ღვედის გაკეთება სავალდებულო მხოლოდ იმ მონაკვეთებზეა, სადაც 80 კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარით მოძრაობაა დაშვებული).