საქართველოს მოსახლეობის საგარეო პრიორიტეტები

დავით დარჩიაშვილი, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე (მარცხნივ) და თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრი

შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ საქართველოში საზოგადოების განწყობაზე რამდენიმეეტაპიანი კვლევის შედეგების გამოქვეყნებამ გარკვეული კითხვები გააჩინა. განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას კვლევის შედეგების ”საგარეო ურთიერთობების” ნაწილი. გამოკითხულთა მხოლოდ 25% უჭერს სრულად მხარს საქართველოში ნატოში გაწევრიანებას, 34% კი - ”ძირითადად უჭერს მხარს”. გამოდის, რომ მხარდამჭერთა რიცხვი გამოკითხულთა სულ 59% - პრაქტიკულად ყველაზე დაბალი მაჩვენებლი, რაც კი ბოლო წლებში ამ საკითხზე კვლევის შედეგად გამოვლენილა.

საინტერესოა აგრეთვე, რომ რუსეთის მიმართ საქართველოს პოლიტიკა ”საერთოდ მიუღებელია” 34%-სთვის და ”ნაწილობრივ მიუღებელი” – 25%-თვის.

არსებობს თუ არა საფუძველი ვიფიქროთ, რომ საქართველოში მოსახლეობის დამოკიდებულება ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების მიმართ შეიცვალა? - ამ თემაზე სასაუბროდ თბილისის სტუდიაში მიწვეულნი არიან პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი და გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორი თენგიზ ფხალაძე.