სტუმრად ჩვენს ეთერში: ნაირა გელაშვილი

ნაირა გელაშვილი, მწერალი, ”კავკასიური სახლის” ხელმძღვანელი

3 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნაირა გელაშვილი, მწერალი, ”კავკასიური სახლის” ხელმძღვანელი. მან იმ ვითარებასა და პრობლემებზე ილაპარაკა, რასაც პრეზიდენტის განკარგულებით, ”კავკასიური სახლის” ბაზაზე და მის უფლებამონაცვლე იურიდიულ პირად ”სმირნოვების მუზეუმის” შექმნა განაპირობებს. შენობის რამდენიმე ოთახში განთავსებულ მუზეუმს დღემდე ”კავკასიური სახლის” თანამშრომლები პატრონობდნენ.