თავს დაესხნენ ირანის პრეზიდენტის ავტოკოლონას

მაჰმუდ აჰმადინეჟადი, ირანის პრეზიდენტი

თავს დაესხნენ ირანის პრეზიდენტის ავტოკოლონას. ტელეკომპანია ალ-არაბია იუწყება, რომ ხელყუმბარა ესროლეს მაჰმუდ აჰმადინეჟადის დაცვას. ირანის ტელევიზიის ცნობით, თავად პრეზიდენტი არ დაშავებულა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილების და თავდამსხმელის დაკავების შესახებ. დაზუსტებული მონაცემები მომხდარის თაობაზე ჯერჯერობით არ არსებობს.