სტუმრად ჩვენს ეთერში: ირაკლი სესიაშვილი

ირაკლი სესიაშვილი, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი

9 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი სესიაშვილი, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი. რა მოუტანა საქართველოს ომისშემდგომმა ორმა წელიწადმა უსაფრთხოების თვალსაზრისით? ამ შეკითხვაზე გასცა პასუხი ირაკლი სესიაშვილმა. ის თვლის, რომ საქმე არ ეხება მხოლოდ ტერიტორიის ოკუპაციას და მთავარი არის ის, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთის შესაძლებლობები კავკასიის რეგიონში გაიზარდა, რამაც ერთგვარად ”დააფრთხო” დასავლეთი.