დარჩება თუ არა ჯანლუკა მარჩიანო თბილისში?

აგვისტოს დასაწყისში იტალიის ქალაქ გუბიოში გაიმართა მუსიკალური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრმა. ორკესტრს იტალიელი მუსიკოსი ჯანლუკა მარჩიანო დირიჟორობდა. ფესტივალზე აკრედიტებული იყო გაზეთ „24 საათის“ კორესპონდენტი სოფიო კილასონია, რომელსაც გიორგი გვახარია ესაუბრა.