ჩინეთის ქალაქ პულადიში მეწყერი ჩამოწვა

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში, იუნანის პროვინციაში მდებარე ქალაქ პულადიში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. 67 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ქალაქთან მისასვლელები ჩაიხერგა. ჩინური სააგენტოს ცნობით, მეწყრის ჩამოწოლის გამო ჩაიკეტა გზები, შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება და გაითიშა ტელეკომუნიკაციები. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მეწყრისა და წყალდიდობის გამო ჩინეთში 1500 ადამიანი დაიღუპა.