ირანმა დაიწყო თავის პირველ ბირთვულ ელექტროსადგურში საწვავის ჩატვირთვა

ირანმა დაიწყო რუსეთის მიერ ამ ქვეყანაში აშენებულ პირველ ბირთვულ ელექტროსადგურში საწვავის ჩატვირთვა. ქვეყნის სამხრეთში, სანავსადგურო ქალაქ ბუშერში მდებარე რეაქტორის ამოქმედებას ესწრებოდნენ ირანის და რუსეთის ბირთვული უწყებების წარმომადგენლები. ცნობით, ინჟინრებმა საწვავის ჩატვრითვა რეაქტორში დაიწყეს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ექსპრეტების თადასწრებით. ბუშერის ობიექტი 35 წელიწადია შენდება. მისი ამოქმედება დაიწყო იმ შეშფოთების ფონზე, რომელსაც დასავლეთის ქვეყნებში გამოხატავდნენ, რომ ირანის ბირთვული იარაღის შექმნას ესწრაფვის. ირანი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.