ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყნიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის ვადა გააკრიტიკა

ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ განაცხადა დღეს, რომ აშშ-ის გეგმამ, დაიწყოს ავღანეთიდან ჯარის გაყვანა გაისად, თალიბანის სულისკვეთება გააძლიერა. კარზაიმ აშშ-ის კონგრესის დელეგაციას უთხრა, რომ ივლისში ჯარის გაყვანის თარიღმა მეამბოხეებს „მორალური ფასეულობა“ მიანიჭა. მანვე აშშ-ის ცენტრალური სამეთაურო უწყების ხელმძღვანელს, გენერალ ჯეიმსს მატისს განუცხადა, რომ ტერორიზმი ვერ დამარცხდება, ტერორისტთა საზღვრისპირა თავშესაფრებით განადგურების გარეშე.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ჯარის გაყვანა დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების ვითარებაზე. დღეს ჩრდილოეთ ავღანეთში პოლიციის განყოფილებას თავს დაესხა შეიარაღებულიი პირი, რომელმაც რვა პოლიციელი დახოცა.