გაძვირებული პროდუქტი და შეშინებული მოსახლეობა

რამდენიმე დღეში საქართველოს მთავრობამ სურსათის გაძვირების საწინააღმდეგო სპეციალური ღონისძიებები უნდა შეიმუშაოს. ფასების ზრდის შესაჩერებლად გამოკვეთილი ორი მიმართჲლებიდან ერთი იმპორტის ბაზრების დივერსიფიკაციას გულისხმობს, მეორე კი ბიზნეს სტრუქტურებიდან ფასის ხელოვნურად ზრდის სპეკულაციური პროცესების პრევენციას. ვითარებაზე კი რომელიც პროდუქტების გაძვირებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია, ”რეგიონულ მაცნეში” მოისმენთ სიუჟეტებს ზუგდიდიდან, ქუთაისიდან, ლაგოდეხიდან და ბათუმიდან.