რადიოჟურნალი - 848-ე გამოშვება

სახლი სოფელ მიტარბში

ამ გამოშვებაში ვეცდებით გავარკვიოთ, რატომ იყო საქართველო ნოყიერი ნიადაგი კრიმინალური სამყაროსთვის და რა მდგომარეობაში არიან ქურდული სამყაროს წარმომადგენლები დღევანდელ საქართველოში? შემდეგ შემოგთავაზებთ სპეციალურ რეპორტაჟს ბორჯომის ხეობის სოფელ მიტარბიდან, სადაც დღემდე ცხოვრობენ ოსები. ასევე, შემოგთავაზებთ სიუჟეტს ოპერის თეატრის სეზონის გახსნის შესახებ. რადიოჟურნალ "მეათე სტუდიაში" ვისაუბრებთ რუსული ეროტიკული ფილმების ცნობილი რეჟისორის ახალ სამიზნეზე - ალექსანდრ ლუკაშენკოზე. გადაცემას კი დაასრულებს სიუჟეტი იმაზე, თუ როგორ ისეირნა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი "ლადით" და როგორ გადასერა ციმბირი.