ყაბარდო-ბალყარეთში მოსამართლე მოკლეს

რუსეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, ყაბარდო-ბალყარეთში ფედერალური მოსამართლე, ჯულბერ ბიკოვი მოკლეს. რეგიონის პროკურატურის განცხადებით, წუხელ ბიკოვი სახლში ბრუნდებოდა მანქანით, როცა დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ალყაში მოაქციეს და ესროლეს. მილიცია თავდამსხმელებს ეძებს.