რომის პაპმა ბრიტანეთში ვიზიტი დაასრულა

დღეს საღამოს დასრულდა ბრიტანეთში რომის პაპის, ბენედიქტე XVI-ის ვიზიტი - პაპის პირველი სახელმწიფო ვიზიტი ამ ქვეყანაში. ბრიტანეთიდან გამგზავრებამდე, პაპმა ნეტარად შერაცხა XIX საუკუნის მოღვაწე, კათოლიკედ მოქცევამდე ანგლიკანური ეკლესიის წევრი, კარდინალი ჯონ ჰენრი ნიუმენი. ნეტარად შერაცხვის ცერემონია დღეს, ქალაქ ბირმინგემში ღია ცის ქვეშ ღვთისმსახურების დროს გაიმართა. მესაზე 50 ათასამდე მორწმუნე იყო შეკრებილი.