გასულ ღამით ცხინვალში აფეთქების და სროლის ხმა ისმოდა

აფეთქების და სროლის ხმა ისმოდა გასულ ღამით ცხინვალში, რამაც ოკუპირებული ქალაქის მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ადგილობრივ მცხოვრებთა დასამშვიდებლად რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის სარდლობამ დღეს განაცხადა, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, რადგან ბაზის ტერიტორიაზე პირადი შემადგენლობის ინტენსიური სამხედრო წვრთნა მიმდინარეობს.