საქართველოს დღეები პრაღაში
Your browser doesn’t support HTML5
22-23 სექტემბერს ჩეხეთის დედაქალაქმა საქართველოს დღეებს უმასპინძლა. პირველ დღეს პრაღის წმინდა სიმონისა და იუდას სახელობის ეკლესიაში სრული ანშლაგით ჩატარდა ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი, ხოლო მეორე დღე მხატვრული ფილმების „ჯიმ შვანთესა“ და „ჩემი ბებიას“ ჩვენებას დაეთმო. გარდა ამისა, პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე, მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია.