სტუმრად ჩვენს ეთერში: ნანა ბიგანიშვილი და ანა გაბრიაძე

ნანა ბიგანიშვილი, სტუდია ”მონიტორის” ჟურნალისტი (მარცხნივ) და ანა გაბრიაძე, მხატვარი

24 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ ნანა ბიგანიშვილი, სტუდია ”მონიტორის” ჟურნალისტი და ანა გაბრიაძე, მხატვარი. ნანა ბიგანიშვილი არის დიღმის ტყე-პარკის შესახებ გადაღებული ფილმის ავტორი, ანა გაბრიაძე კი მხატვარი, აქტიური მოქალაქე, რომელიც ტყე-პარკის მახლობლად ცხოვრობს. მათ ილაპარაკეს დიღმის ტყე-პარკის სტატუსის ისტორიაზე, იმაზე, რომ პარკის ცალკეული მონაკვეთები წლების მანძილზე რამდენჯერმეა გადაყიდული და რომ ხელისუფლების განცხადებები, გადაწყვეტილებები და რეალობა ორ პარალელურ სიბრტყეში განაგრძობს არსებობას. ანა გაბრიაძე თვლის, რომ ტყე-პარკისთვის ამდენწლიან ბრძოლას აქვს შედეგი და აზრი, რადგან ტყე ჯერ კიდევ არსებობს.