სტუმრად ჩვენს ეთერში: მანანა კობახიძე

28 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მანანა კობახიძე, ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა ”პატიმრობის კოდექსზე”, რომელიც 1 ოქტომბრიდან შედის ძალაში. მანანა კობახიძე თვლის, რომ ახალი კოდექსით უარესდება რიგი პოზიციებისა პატიმრების უფლებების თვალსაზრისით. თუმცა, უფლებადამცველი შენიშნავს იმასაც, რომ კანონის დახვეწის გარდა, აქტუალურია იმ უფლებების განხორციელების პირობების შექმნა, რომელიც დღემდეც ჰქონდათ პატიმრებს.