ავღანეთში პროვინციის ვიცე-გუბერნატორი მოკლეს

ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ღაზნის ვიცე-გუბერნატორი დაიღუპა სამშაბათს მოხდარი აფეთქების შედეგად. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მოტოციკლზე მჯდარმა თვითმკვლელმა თავი აიფეთქა მოჰამად კაზიმ ალაჰიარის კორტეჟთან მიახლოვებისას. აფეთქების შედეგად ოთხი კაცი დაიღუპა, მათ შორის ვიცე-გუბერნატორის შვილი. დაიჭრა ათზე მეტი ადამიანი. ალაჰიარი ღაზნის პროვინციის ვიცე-გუბერნატორის თანამდებობაზე შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა. ორი თვის წინ მასზე ასევე მოეწყო თავდასხმა.