29 სექტემბერს, 85 წლისა, საკუთარ სახლში გარდაიცვალა ამერიკელი კინოვარსკვლავი ტონი კერტისი. მსახიობს პოპულარობა მოუტანა ფილმმა „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“, სადაც კერტისმა პარტნიორობა გაუწია მერილინ მონროს. 1959 წელს კერტისი წარდგენილი იყო ამერიკის კინოაკადემიის პრემიაზე ფილმში - „ქერდუხრელნი“ - შესრულებული როლისთვის. კერტისს შესრულებული აქვს მთავარი როლები ათობით მხატვრულ ფილმში, მათ შორის ისტორიულ სურათებში „ვიკინგებსა“ და „სპარტაკში“.