სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი თავდგირიძე

გიორგი თავდგირიძე, თადარიგის პოლკოვნიკი

4 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი თავდგირიძე, თადარიგის პოლკოვნიკი. მან ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციის სპეციფიკაზე ილაპარაკა. თავდგირიძე შეეხო ავღანეთში არსებული ვითარების არაერთ კომპონენტს, რომელიც მხოლოდ სამხედრო ოპერაციას არ უკავშირდება. გიორგი თავდგირიძემ შეძლებისდაგვარად დეტალურად ახსნა ქართული კონტინგენტის კომპეტენციაც.