სტუმრად ჩვენს ეთერში: ლევან ცუცქირიძე

12 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლევან ცუცქირიძე, მრავალპარტიული დემოკრატიის ჰოლანდიური ინსტიტუტის წარმომადგენელი საქართველოში. მან ილაპარაკა ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ორი კვლევის შესახებ, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას და ამ პროცესში მის გათვითცნობიერებულობას ასახავს.