ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა

მწერალ ჭაბუა ამირეჯიბს გუშინ ბერად აღკვეცის ლოცვა ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ სახლში წაუკითხა, რადგან ავადმყოფობის გამო მწერალს გადაადგილება უჭირს. ცერემონიის შემდეგ მეუფე სერაფიმემ ჟურნალისტებს ამცნო, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი, წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდა.