ნიდერლანდის მთავრობამ დაადასტურა ავღანეთში ამ ქვეყნის მოქალაქის გატაცების ფაქტი

ნიდერლადის მთავრობამ დაადასტურა, რომ ავღანეთში ამ ქვეყნის მოქალაქე და მისი მძღოლი გაიტაცეს. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი და მისი ავღანელი მძღოლი ტაჰარის პროვინციაში ორშაბათს დაიკარგნენ. ორგანიზაცია ინვალიდებს უწევს დახმარებას. პოლიციის თქმით, გამტაცებლები შეიარაღებული, უცნობი პირები იყვნენ. არ გავრცელებულა არც ორგანიზაციის დასახელება და არც გატაცებულების ვინაობა. მომხდარზე პასუხიმგებლობა არავის უკისრია.