ექსპორტში ფეროშენადნობები ლიდერობს, იმპორტში კი - ნავთოპროდუქტები

იანვარ - სექტემბერში ფეროშენადნობებზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის 16 პროცენტი მოვიდა. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, მესამეზე კი - შავი ლითონების ჯართი. ამის შესახებ ინფორმაციას ”საქსტატი” ავრცელებს. იმპორტის სათავეში ნავთოპროდუქტებია საერთო წილის 14 პროცენტით. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები, მესამეზე კი - სამკურნალო საშუალებები.