გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდო ვესტერველემ, მოსკოვში ვიზიტით დაიწყო ტურნე, რომელიც ბელორუსიასა და ლიტვაში ჩასვლასაც ითვალისწინებს. ვესტერველემ რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს შეშფოთება გამოთქვა მიხაილ ხოდორკოვსკის საქმესთან დაკავშირებით - ხოდორკოვსკი, რუსეთში ერთ დროს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც ნავთობკომპანია „იუკოსს“ ხელმძღვანელობდა, გადასახადებისთვის თავის არიდების და თაღლითობის ბრალდებებით გაასამართლეს... თუმცა კრემლის ოპონენტები ირწმუნებიან, რომ საქმე ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ მცდელობას, გააჩუმონ ხოდორკოვსკი, პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მიმართ მისი კრიტიკის გამო. რუსეთში ერთდღიანი ვიზიტის დროს, ვესტერველე ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც ხვდება.