საბერძნეთის მთავრობამ საფოსტო კავშირი 48 საათით შეაჩერა

საბერძნეთის მთავრობამ დანარჩენ მსოფლიოსთან საფოსტო კავშირი 48 საათით შეაჩერა და პოლიციას საერთაშორისო საფოსტო გზავნილების შემოწმება დაავალა. ეს გადაწყვეტილება ათენში მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთის და შვეიცარიის საელჩოების და გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის ლიდერთა მისამართით გაიგზავნა ასაფეთქებელი ნივთიერებების შემცველი პაკეტები. საბერძნეთის პოლიციამ 2 ეჭვმიტანილი დააკავა და კიდევ ხუთის ძებნას განაგრძობს. ათენში მიიჩნევენ, რომ მომხდარს საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირი არ აქვს და ადგილობრივი ანარქისტების მიერაა ორგანიზებული.